LIVE

არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება 2024 წლამდე გადავადდა

12 ოქტ 202216:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 666
არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება 2024 წლამდე გადავადდა

ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სავალდებულო 2024 წლის 1-ელი მარტიდან გახდება. 

კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის, კობა ყალიჩავას შეფასებით, რეგულაციის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადების მთავარი მიზეზი, ქვეყანაში აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობაა.

„სერტიფიკატის გამცემ ორგანოებს სჭირდებათ მაღალი ლეგიტიმური საფუძველი. ცალსახად, ეს უნდა იყოს წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, სადაც თავად არქიტექტორები შეთანხმდებიან თუ რა ტიპის ტესტი შეიძლება იყოს მომზადებული. სამუშაო საკმაოდ დიდია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ რეგულაციის ამოქმედება 2024 წლის გაზაფხულზე მოესწროს“, - აცხადებს, სამშენებლო სამართლის ექსპერტი, კობა ყალიჩავა.

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სამშენებლო კოდექსით არის გათვალისწინებული და ვალდებულება 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. სწორედ არქიტექტორების სერტიფიცირება სახელდება მშენებლობების უსაფრთხოებისა და ქალაქის იერსახის სწორად დაგეგმარების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად.