LIVE

პოლონეთი მილსადენ Druzhba-ზე გაჟონვას იძიებს

12 ოქტ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
პოლონეთი მილსადენ Druzhba-ზე გაჟონვას იძიებს

პოლონეთის ხელისუფლება იკვლევს მილსადენ Druzhba-ზე გაჟონვის მიზეზს, რის გამოც გერმანიას ნავთობის მიწოდება შეუწყდა.

მილსადენის ოპერატორის, PERN-ის თანახმად, გაჟონვა გუშინ გვიან ქალაქ პლოკიდან დაახლოებით 70 კმ-ში, PKN Orlen-ის უდიდეს გადამამუშავებელ ქარხანაში აღმოაჩინეს.

"ამ ეტაპზე მომხდარის მიზეზები ცნობილი არ არის - დაზიანებულ მილში ნაკადის მიწოდება მაშინვე გაითიშა", - ნათქვამია PERN-ის განცხადებაში.

ოპერატორი ელის, რომ ინციდენტის პოტენციურ მიზეზები ცნობილი უახლოეს საათებში გახდება.

PERN აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში პოლონეთის ტერმინალიდან გერმანიაში ნედლი ნავთობის გადაზიდვა კვლავ შესაძლებელია.

ტრეიდერები თვალყურს ადევნებენ ნებისმიერ ნიშანს, რომელიც პოტენციურ დივერსიაზე მიუთითებს, რამდენადაც Nord Stream-ის გაზსადენებზე რღვევის შემდეგ, ევროპაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება მთავარ საზრუნავად იქცა.

ევროპის მთავრობები უსაფრთხოებას აძლიერებენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ენერგეტიკული აქტივები სამიზნედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე იქცა.

სიახლის გავრცელების შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 0.3%-ით გაიზარდა და $94.6 შეადგინა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვოიცეჩ მოსკვა და კონრად კრასუსკი