LIVE

აგვისტოში ბრიტანეთის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა

12 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
აგვისტოში ბრიტანეთის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა

აგვისტოში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მოულოდნელად 0.3%-ით შემცირდა.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) განცხადებით, ვარდნა გამოწვეულია წარმოების მკვეთრი კლებით და მომსახურების შემცირებით, რაც თავის მხრივ, ენერგიის გაზრდილ საფასურს უკავშირდება. 

ფინანსთა მინისტრმა კვასი კვარტენგმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ვარდნაზე ყველაზე დიდი გავლენა ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე თავდასხმამ იქონია.

"მთელ მსოფლიოში ქვეყნები გამოწვევების წინაშე დგანან, ამის მიზეზი, პირველ რიგში, ენერგიის მაღალი ფასებია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პუტინის ბარბაროსულ ქმედებებს უკრაინაში. ამ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და დაენერგა ყოვლისმომცველი გეგმა, რათა დაეცვა ოჯახები და ბიზნესი ამ ზამთარს ენერგიის მზარდი გადასახადებისგან", - ნათქვამია კვარტენგის განცხადებაში. 

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ქვეყნის მთავრობას ეკონომიკის ნგრევასა და რეფინანსირების განაკვეთების მკვეთრ ზრდაში ადანაშაულებს. 

"იპოთეკის ხარჯები იზრდება, რის გამოც ოჯახებს თავის რჩენა უჭირთ. სესხის აღების ხარჯები გაიზარდა. ცხოვრების დონე დაეცა. ვვარაუდობთ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში G-7-ში ყველაზე დაბალი ზრდა გვექნება", - ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი რეიჩელ რივზი. 

სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკა მესამედ შემცირდა, რაც რეცესიის რისკს ზრდის. 

"დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. ინგლისის ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა და უძრავი ქონების ბაზრის არასტაბილურობა 2023 წელს მშპ-ს 1.6%-მდე ვარდნის ალბათობას ზრდის", - ამბობს KPMG UK-ის მთავარმა ეკონომისტი იელ სელფინი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენდრიუ ატკინსონი და ლიზა ტეტლი