LIVE

ევროპაში გაზზე მოთხოვნა 2023 წელსაც შემცირდება - IEA

04 ოქტ 202214:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 529
ევროპაში გაზზე მოთხოვნა 2023 წელსაც შემცირდება - IEA

ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მომავალ წელსაც შემცირდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IAE) შეფასებით, რუსეთის მხრიდან მიწოდების შემცირების ფონზე ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასი ქვეყნებს ენერგიის დაზოგვისკენ უბიძგებს.

IAE-ს თანახმად, შექმნილი ენერგეტიკული კრიზისი და გაზრდილი ფასები მიმდინარე წელს ბუნებრივ აირზე მოთხოვნას რეკორდულად, 10%-ით შეამცირებს. ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოთხოვნა 4%-ით შემცირდება.

"რუსეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებულმა ომმა და ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მომხმარებლებს, ბიზნესსა და მთლიან ეკონომიკას როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში," - აცხადებს IAE-ს ენერგეტიკული ბაზრებისა და უსაფრთხოების დირექტორი, კეისუკე სადამორი.

სააგენტოს შეფასებით, მარაგები თებერვლისთვის კრიტიკულად დაბალ მაჩვენებელს, 5%-ს მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ 1-ელი ნოემბრიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება სრულიად შეჩერდება.

ანგარიშის მიხედვით, მომავალი წლისთვის ბუნებრივი აირის გლობალური მოხმარების მხოლოდ 0,4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

კრიზისის გათვალისწინებით, ევროპას უწევს ალტერნატიული წყაროების მოძიება. შესაბამისად, IAE ელის, რომ წელს რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 60 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით გაიზრდება.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინმა გაზის მიწოდება იარაღად აქცია. გაზის მიწოდების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასული კვირის დასაწყისში Nord Stream-ის მილსადენებიდან გაზმა ბალტიის ზღვაში გაჟონაევროპაში ეჭვობენ, რომ Nord Stream მილსადენის სისტემის დაზიანება, დივერსიის შედეგია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანა შირიაევსკაია და ვანესა დეზემი