LIVE

აქცია თუ არა პუტინმა Nord Stream იარაღად - Bloomberg

02 ოქტ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1047
აქცია თუ არა პუტინმა Nord Stream იარაღად - Bloomberg
GETTY IMAGES

"ჯეიმზ ბონდის" ავტორი იან ფლემინგი წერდა: ერთხელ თუ ხდება შემთხვევითობაა, ორჯერ - დამთხვევა, მესამედ - მტრის ქმედება. ბალტიის ზღვაში Nord Stream-ის გაზსადენზე არა ერთი ან ორი არამედ სამი ძირითადი გაჟონვა ერთდროულად დაფიქსირდა, რაზეც ადამიანს მაშინვე სიტყვა "დივერსია" ახსენდება.

ფლემინგის გამოგონილ ამბავში ნამდვილი დასავლელი ჯაშუშები საბჭოთა კავშირში კრემლისა და KGB-ის მუდმივი შევიწროების ქვეშ, თავის გადასარჩენად "მოსკოვის წესების" პრინციპებით მოქმედებდნენ. მთავარი წესის თანახმად, "თუ ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ რამე არასწორად მიდის, ე.ი. ასეა. ერთ დღეში სამი გაჟონვა ტოვებს შეგრძნებას, რომ რაღაც ძალიან, ძალიან არასწორად ხდება. რამდენიმე დღეში ამას დაემატა გაჟონვის მე-4 ფაქტის აღმოჩენაც

გვერდით გადავდოთ ის ფაქტი, რომ არც Nord Stream 1 და არც Nord Stream 2 მილსადენები ამჟამად არ ფუნქციონირებს. უფრო სავარაუდოა, რომ გაჟონვა მესიჯია: რუსეთი ენერგეტიკულ ომში ევროპის წინააღმდეგ ახალ ფრონტს ხსნის. პირველ რიგში, მან გაზის მიწოდება იარაღად აქცია და ნაკადები შეაჩერა, მათ შორის, შეწყდა ბუნებრივი აირის Nord Stream მილსადენის მეშვეობით მიწოდება. ახლა ის შესაძლოა, თავს ესხმის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ენერგიის გადასაზიდად იყენებდნენ.

თუ ევროპაში ვინმე ელოდა, რომ გერმანია Nord Stream მილსადენებით 2023 წელს ბუნებრივი აირით რამე მოცულობას მიიღებდა, ეს აშკარა შეტევა ყველა იმედს კლავს.

"ერთი დღის განმავლობაში Nord Stream-ის მილსადენის სისტემის სამ ხაზზე მომხდარი რღვევა უპრეცედენტოა. ახლა შეუძლებელია ოპერაციების აღდგენის ვადის განსაზღვრა", - ნათქვამია 27 სექტემბერს მილსადენის ოპერატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეიძლება ეს ტექნიკური შემთხვევა იყოს? ესაძლოა. შეიძლება რღვევა წყალქვეშა ღვარცოფით აიხსნას. მიუხედავად ამისა, გეოლოგიურ ინსტიტუტებს ბოლო დროს მილსადენების სიახლოვეს არ დაუფიქსირებიათ არცერთი მიწისძვრა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემა ადამიანის მიერაა გამოწვეული. წარსულში სათევზაო ბადეებმა წყალქვეშა კაბელები დააზიანა, რამაც ხელი შეუშალა სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებს, მაგრამ კაბელებთან შედარებით, Nord Stream მილსადენების ზომა და მათი განთავსების სიღრმე ამ დაშვებას უსაფუძვლოს ხდის. 

წყალქვეშა ნავი შესაძლოა, ზღვის ფსკერზე მილსადენს შესჯახებოდა, მაგრამ რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას შეჯახება? ნაკლებად სავარაუდოა, თუ ეს გამიზნულად არ კეთდება. 

სოციალურ მედიაში ბევრმა გაიხსენა აშშ-, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ნათქვამი, რომ მილსადენს "ბოლოს მოუღებდა". "გპირდები, ჩვენ ამას შევძლებთ", - ამბობს ბაიდენი წლის დასაწყისში ჩაწერილ ვიდეოში, რომელიც მიმდინარე კვირაში კვლავ გააზიარეს. შეთქმულების თეორეტიკოსები CIA-ს ხელს ყოველთვის ყველაფერში ხედავენ, მაგრამ ეს სისულელეა. ის, ვისთვისაც, Nord Stream-ის მილსადენების გათიშვაშკარა ხელსაყრელია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

საინტერესოა, რომ CNN-ის ინფორმაციით, ევროპის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გაჟონვის ადგილის მახლობლად 26-27 სექტემბერს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს. 

დანიაში, სადაც მილსადენმა გაჟონა, ხელისუფლებამ სწრაფად გაიაზრა სიმართლე: მსგავსი ავარიები უბრალოდ არ ხდება.

"გაზსადენების რღვევა ძალზე იშვიათია და, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მზადყოფნის დონე უნდა გაიზარდოს. გვსურს უზრუნველვყოთ დანიის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი მონიტორინგი, რათა მომავალში გავაძლიეროთ მიწოდების უსაფრთხოება", - თქვა დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ბოცავმა.

Bloomberg-ის ავტორი მიიჩნევს, რომ დანიას მეზობლებმაც უნდა მიბაძონ და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება გაზარდონ. 

ენერგეტიკის სფეროში საუბრობენ, რომ პოლიტიკის შემქმნელები ღელავენ არა მხოლოდ ზამთარში ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე, ასევე, არამედ კიბერშეტევებსა და ენერგოდისტრიბუციის ქსელის წინააღმდეგ დივერსიებზე. ამ რისკს ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში განიხილავდნენ. როგორც ჩანს, ახლა ეს კოშმარი ახდება. 

ევროპაზე გაზისა და ნავთობსადენების ათასობით მილის სიგრძის ქსელები გადის. კიდევ უფრო მეტია ელექტროხაზები, რომლებიც ასობით სატუმბ სადგურს, საწყობსა და ელექტროტრანსფორმატორებს აკავშირებს. კიბერშეტევის ან ფიზიკური დივერსიის გზით ერთზე დარტყმა მთელ კონტინენტზე გავრცელდება. 

ისტორია აჩვენებს, რომ კიბერშეტევების საფრთხე რეალურია - და წინა ინციდენტები აჩვენებენ, რომ ენერგეტიკული ქსელი ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე ამას მთავრობები აღიარებენ. გასულ წელს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კოლონიალურ მილსადენზე თავდასხმა განხორციელდა რუსეთიდან მომუშავე ჯგუფის მიერ, რომელიც ცდილობდა ფულადი გამოსასყიდი მოეპოვებინა. ამ წლის დასაწყისში ევროპის ნავთობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულმა კიბერშეტევამ გამოიწვია ქაოსი გადამუშავებული პროდუქტების ბაზარზე. ათზე მეტი ნავთობის ტერმინალი დაზარალდა და ლოკალურად დეფიციტი გააჩინა.  

ენერგეტიკული ომის ეს სავარაუდო ახალი თავი შეიძლება მიუთითებდეს კრემლში სასოწარკვეთის ზრდაზე, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ცუდად მიმდინარეობს მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ. 

Nord Stream-ის გაზსადენზე რღვევებს მაინც ჰქონდა ეფექტი. ევროპული გაზის ფასები მაშინვე გაიზარდა, შეიცვალა მომდევნო სეზონების საორიენტაციო ფასები. მოვაჭრეებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ Nord Stream-მა მუშაობა შესაძლოა რამდენიმე თვეში განაახლოს, რაც ფასების კლებას გამოიწვევდა, აზრი შეიცვალეს. გაკვეთილი ნათელია: ენერგეტიკული ომი გრძელდება, ზამთარი იწყება და პუტინი ბინძურ თამაშს გააგრძელებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხავიერ ბლასი