LIVE

პოლონეთი გერმანიისგან მე-2 მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

03 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 659
პოლონეთი გერმანიისგან მე-2 მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
Central Press/Getty Images

პოლონეთი გერმანიისგან მე-2 მსოფლიო ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხას ოფიციალურად ითხოვს.

პოლონეთის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა გასულ თვეში გამოქვეყნებული საკამათო ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ნაცისტური რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით $1,3 ტრილიონი შეადგინა.  

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ რეპარაციის მოთხოვნის დიპლომატიურ ნოტას ხელი მოაწერა. მისი თქმით, დოკუმენტი გერმანიის მთავრობას გაეგზავნება. 

მინისტრი ზარალის ანაზღაურების საკითხს გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბაერბოკთან ხვალ ვარშავაში მისი ვიზიტის დროსაც განიხილავს. 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პოლონეთის მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს საკითხი დიდი ხანია მოგვარებულია. 

პოლონეთის მმართველმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა", არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, გერმანიის საწინააღმდეგო რიტორიკა გააძლიერა. პარტიას ხელისუფლებაში მოსვლა მესამე ვადითაც სურს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიოტრ სკოლიმოვსკი