LIVE

მუშა, გამყიდველი, აგრონომი - ყველაზე რთულად მოსაძიებელი პროფესიები

30 სექ 202215:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 812

საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სფეროში დასაქმებულ ადამიანებზეა. ამის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. 

ამასთან, რეგიონების მიხედვით ყველაზე რთულად მოსაძიებელ პროფესიებად ითვლება მუშა, გამყიდველი, აგრონომი, ინჟინერი და აიტი სპეციალისტი.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა. კვლევაში გამოკითხული ადამიანების ნაწილი სამსახურის მოძიებისას მთავარ პრობლემებად რამდენიმე მიზეზს ასახელებს: სამუშაო ადგილების სიმწირე, დაბალი ანაზღაურება, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები და ნეპოტიზმი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, სამუშაოს მოძიება განსაკუთრებით უჭირთ უფროსი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს, დედებს მცირეწლოვანი შვილებით და ასევე მათ, ვისაც არ აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევა "განათლება დასაქმებისთვის" 7 ცალკეულ პროექტს მოიცავს, სადაც რეგიონების მიხედვით ქართული შრომის ბაზარი, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია გამოვლენილი.