LIVE

ISET - ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ტურიზმი და ფულადი გზავნილები განაპირობებს

30 სექ 202213:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 479
ISET - ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ტურიზმი და ფულადი გზავნილები განაპირობებს

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. კერძოდ, ISET-ში 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში 16.5% და 17.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელიან.

კვლევითი ინსტიტუტი ელის, რომ 2022 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 13.8% იქნება.

როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, მშპ-ს ზრდის პროგნოზის გადახედვა საგარეო და საშინაო ფაქტორებმა განაპირობა. პროგნოზში აისახა ბოლო პერიოდში ტურიზმისა და ფულადი გზავნილების გაზრდილი მაჩვენებელი.

"საგარეო ფაქტორების მხრივ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც აბალანსებს სავაჭრო ბალანსის გაუარესებასაც. ასევე, აშკარაა, რომ მზარდია ტურიზმის სექტორი როგორც ქვეყანაში ვიზიტორების შემოდინების, ისე მათ მიერ გაწეული ხარჯების სახით. ცხადია, ამ ნაწილში უდიდესი წვლილი აქვთ რუს და ბელორუს მიგრანტებს. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, გამოსარჩევია ბოლო თვეებში ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი, რაც პროგნოზებზე ასევე დადებითად აისახა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გადაწონა ისეთი შემაფერხებელი ფაქტორი, როგორიცაა ორნიშნა ინფლაცია",- ამბობს დავით კეშელავა.