LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

29 სექ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 781
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.16 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8352 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.96 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7482 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.