LIVE

DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს

30 სექ 202210:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 959
DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს
22-23 ოქტომბერს საქართველოში პირველი საერთაშორისო web3 კონფერენცია DeGameFi-ს ორგანიზებით ჩატარდება.
 
DeGameFi გლობალური ღონისძიებების ციკლია, რომელიც ყოველთვიურად და ყოველწლიურად იმართება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბლოკჩეინ სისტემით და მისი განვითარებით. 
 
DeGameFi - GameFi-სა და DeFi-ს კომბინაციაა, რომელიც აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებს, არტისტებსა და ყველას, ვისაც დეცენტრალიზებულ სისტემასთან აქვს კავშირი.

კონფერენცია იყოფა 5 ძირითადი სივრცედ:

  • მთავარი საკონფერენციო სივრცე - ძირითადი საკონფერენციო დარბაზი მთლიანად დაეთმობა სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს, ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 50 - ზე მეტი გამოცდილი და საერთაშორისო დონის სპიკერი, რომლებიც ისაუბრებენ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
  • ბიზნეს ექსპო - 2 დღის განმავლობაში ეს სივრცე სხვადასხვა კომპანიების სტენდების გამოფენას დაეთმობა.
  • სტარტაპ კონკურსი - მონაწილეებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდონ საკუთარი პროექტის ცნობადობა და წარუდგინონ ის მსოფლიო დონის ექსპერტებს. მათ შორის, ყველაზე ცნობილი კომპანიების აღმასრულებლებს, ინვესტორებს, სექტორის ექსპერტებსა და ვებ3 ეკოსისტემით დაინტერესებულ მხარეებს.
  • ტექ/საგანმანათლებლო ოთახი - სპეციალური სივრცე, რომელიც დაეთმობა ტექნიკურ საუბრებს, 2 დღიან ინტენსიურ სემინარებს Blockchain-სა და web3-ის სფეროს ყველაზე აქტუალურ საკითხებს.
  • NFT საგამოფენო სივრცე - ეს სივრცე დაეთმობა როგორც მსოფლიო დონის, ისე ლოკალურ NFT არტისტებსა და პროექტებს, რომელთა ნამუშევრების შეძენა ყველა სტუმრისთვის შესაძლებელი იქნება. 

ღონისძიებას დაესწრება:

  • 1000+ სტუმარი თითო დღეს
  • მოწვეული ექსპერტ-სპიკერები
  • სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები
  • C-level წარმომადგენლები საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებიდან

კონფერენციის მთავარი სპონსორი და პარტნიორია Binance, ასევე CoinsPaid, Fathom Protocol, BlockSquare, BotPlanet, Finco და სხვა მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომელთა დეტალური სია ხელმისაწვდომია ამ ვებ-გვერდზე.

კონფერენციის მთავარი მიზანია ადგილობრივ კომპანიებს (და არა მხოლოდ მათ), გააცნოს WEB2–დან WEB3-ზე ტრანსფორმაციის სარგებელი და საჭიროება. ეს ღონისძიება ქართული კომპანიებისთვის, სტარტაპერებისთვის თუ უბრალოდ ამ დარგით დაინტერესებული პირებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო კომპანიებთან, გაიცნონ დარგის ლიდერები და დააინტერესონ ინვესტორები.

ამ ტიპის პირველი ღონისძიება, 14 აპრილს ჩატარდა "ტერმინალში" სადაც, მიუხედავად ქართულ ბაზარზე ამ სფეროსთან დაკავშირებით ინფორმირებულობის სიმწირისა, 150 - ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი და ამით ერთგვარი საძირკველი ჩაეყარა ე.წ. ქომუნითის, ხოლო შემდგომ ღონისძიებებზე აქტიური დამსწრეების რაოდენობა 300-ს აღწევდა. 

10-11 სექტემბერს კი Definition-თან და BNB Chain-თან ერთად რეგიონში პირველი web3 ჰაკათონი გაიმართა, რომელშიც დეველოპერების 20-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შედეგად, უკვე ჩამოყალიბებულ "ქომუნითის" 50-მდე web3 დეველოპერი შეემატა, ხოლო BNB Chain-ის გამოცდილების გაზიარება უნიკალური შესაძლებლობა გამოდგა ორგანიზატორებისთვისაც და მონაწილეებისთვისაც მონაწილეებისთვის.

ამ ყველაფრის პარალელურად DeGameFi უკვე თვეებია ემზადება უფრო მასშტაბური ღონისძიებისთვის, რომელიც თბილისში 22-23 ოქტომბერს გაიმართება. VIP ბილეთის მფლობელები ღონისძიებაზე VIP სივრცეში Binance-ისა და სხვა დიდი კომპანიების C-level წარმომადგენლებთან ერთად მოხვდებიან, რაც მათ გაუმარტივებს პარტნიორული კავშირების დამყარებას და სასურველი მიზნების მიღწევას კონფერენციაზე.