LIVE

Turkish Airlines-მა რუსეთის რიგ ქალაქებსა და მინსკში რეისების აღდგენა გადადო

27 სექ 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
Turkish Airlines-მა რუსეთის რიგ ქალაქებსა და მინსკში რეისების აღდგენა გადადო

Turkish Airlines-მა რუსეთის რიგ ქალაქებში, უკრაინასა და მინსკში ფრენების აღდგენა ამჯერად 2022 წლის 31 დეკემბრამდე გადადო. 

შეზღუდვები ვრცელდება ეკატერინბურგზე, კრასნოდარზე, როსტოვზე, სოჭსა და მინსკზე. კომპანიამ ამ მიმართულებით ფრენები რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე შეაჩერა. გარდა ამისა, Turkish Airlines რეისებს არ ახორციელებს უკრაინის მიმართულებით. 

აღნიშნულ ქალაქებში რეისების გაუქმების შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ საკუთარ ციფრულ არხებზე გაავრცელა და მგზავრებს ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესთავაზა.