LIVE

მოსკოვის საფონდო ბირჟა 24 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

26 სექ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 440
მოსკოვის საფონდო ბირჟა 24 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

დღევანდელ ვაჭრობაში მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) ინდექსი 1900 პუნქტიან მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, MOEX-ის ინდექსი დღეს დაახლოებით 12%-ით დაეცა და 1841 შეადგინა. ამ დროისთვის ის 1941-იან ნიშნულზეა

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟის ვებგვერდი ამჟამად მიუწვდომელია. 

რუსეთის საფონდო ბირჟამ ვარდნა გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ნაწილობრივი" სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

რაც შეეხება რუბლს, მოსკოვის დროით 10:30 საათისთვის დოლარის კურსი 0,54%-ით გაიზარდა და ერთი დოლარის ფასმა 58,22 რუბლს მიაღწია. ამასთან, ევროს კურსი 0,18%-ით დაეცა და 56,25 რუბლს შეადგენს.