
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი, იანვრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა $85-ს, რაც გლობალურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ეკონომიკის შენელების შიშით აიხსნება.
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ლონდონში დილის 7:19 საათისთვის ბარელზე $84,83 შეადგინა.
ცენტრალურმა ბანკებმა ინფლაციის შესაკავებლად მთელ მსოფლიოში გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთები, რაც ნავთობზე მოთხოვნას კიდევ უფრო ამცირებს. ამავდროულად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ჩინეთში Covid-19-ის გახანგრძლივებულმა "ლოკდაუნმა" მიწოდებისა და მოთხოვნის პერსპექტივას საფრთხე შეუქმნა.
ბრენტის ტიპის ნავთობი მას შემდეგ გაიაფდა, რაც West Texas Intermediate ნავთობზე მიმდინარე წლის ყოველკვირეული კლების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დაფიქსირდა. გასული კვირის ბოლოს WTI-ის ფასი $80-ს ჩამოსცდა.
ორივე საორიენტაციო მაჩვენებელი კვარტალური კლებისკენ მიდის, დაბალი ლიკვიდურობა კი ფასების მასობრივ რყევებს იწვევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილენა პენჯი