LIVE

ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდება - არჩილ გაჩეჩილაძე

22 სექ 202216:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 435
ინფლაციის ზრდის ტემპი შემცირდება - არჩილ გაჩეჩილაძე

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ელის, რომ ქვეყანაში ინფლაციის ტემპი შემცირდება.

მისი განმარტებით, ქვეყანაში ინფლაციის ტემპის შენელებას ხელს უწყობს გლობალურ ბაზრებზე ხორბლისა და ნავთობის ფასების დასტაბილურება.

ასევე, ინფლაციაზე ზეწოლას ამცირებს სესხებზე საკმაოდ დაბალი მოთხოვნაც. 

"ბოლო ორი თვეა ინფლაციის შემცირების ტენდენციას ვხედავთ, იმედი მაქვს ეს ტენდენცია შენარჩუნდება. სულ რამდენიმე ასპექტია, რაც ინფლაციაზე მოქმედებს კარგი მიმართულებით. სესხების მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლა ნამდვილად არ არის, რადგან სესხებზე დიდი მოთხოვნა აღარაა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას, ესეც თუ დაბალანსდება წესით ქვეყანაში ინფლაცია არ უნდა გაიზარდოს",- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ცნობისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა.