LIVE

ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

22 სექ 202210:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც თბილისის სავაჭრო ქსელში ახდენდა. დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულმა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.