LIVE

პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ნავთობი გაძვირდა

21 სექ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 553
პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ნავთობი გაძვირდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა, რადგან გაჩნდა შიში, რომ სიტუაციის ესკალაციამ შესაძლოა, ენერგომომარაგების შეფერხება გამოიწვიოს.  

West Texas Intermediate-ის ფასი ბარელზე 3.2%-ით, $87-მდე გაიზარდა.

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დილით გამოაცხადა. მისი განცხადებით, შესაბამისი განკარგულება უკვე გაფორმებულია და რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს დაიწყება. 

ეს ნაბიჯი კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების საფრთხეს ქმნის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კრემლი ნაჩქარევად ახორციელებს ყალბ კენჭისყრას უკრაინის რეგიონების ანექსიისთვის, რომელსაც მისი ძალები ჯერ კიდევ აკონტროლებენ. 

მზარდი დაძაბულობა აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ემთხვევა. მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს 75 საბაზისო პუნქტით გაზრდის.

მოსალოდნელია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების შემდეგ, მონეტარულ პოლიტიკას ევროპული ბანკებიც გაამკაცრებენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იონჩანგ ჩინი და ალექს ლონგლი