LIVE

კალაძე: ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომაა ასეთი საცობი, პასუხი მარტივია

21 სექ 202211:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 906
კალაძე: ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომაა ასეთი საცობი, პასუხი მარტივია

თბილისის მერმა კახა კალაძემ საცობების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადატვირთული მოძრაობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.

მისივე თქმით, ავტობუსების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში პრობლემა არ მოგვარდება, რადგან გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურაა. კალაძე აცხადებს, რომ მერია სატრანსპორტო რეფორმასთან მიმართებით თანმიმდევრულია.

„მინდა შევეხო თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, საცობების საკითხი. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რა ხდება, რატომ არის ასეთი საცობი ქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, რომელიც ამ მასშტაბის არასდროს ყოფილა. პასუხი მარტივია, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა. ვიცოდით, რამდენად რთული თემა იყო, თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა და ეს ყველაფერი ასევე გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო. მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს“,- განაცხადა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

კალაძის თქმით, გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

"რთული პროცესია, მაგრამ ერთად უნდა გადავიტანოთ და მოვაგვაროთ. ყველა განვითარებულ დიდ ქალაქში, პარიზი, მილანი, ათეული წლების წინ, იგივე პრობლემები იყო, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, განახორციელეს პროექტები, რასაც ვაკეთებთ ჩვენ დედაქალაქში. საუკეთესო პროექტების გადმოტანა ძალიან მნიშვნელოვანია",- აღნიშნა კალაძემ.