LIVE

საქართველოში მშენებლობა ერთ წელში 11.7%-ით გაძვირდა

21 სექ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
საქართველოში მშენებლობა ერთ წელში 11.7%-ით გაძვირდა

საქსტატის 2022 წლის II კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მშენებლობა წლიურად 11.7%-ით გაძვირდა.

აპრილი-ივნისის პერიოდში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 11.8%-იანი მატებით, რაც 6.74 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 7.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4%-იანი ზრდით. 

2022 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით: