LIVE

ლარის სეზონურობა კურსში უკვე ასახულია - TBC Capital

19 სექ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 596
ლარის სეზონურობა კურსში უკვე ასახულია - TBC Capital

TBC Capital-ის შეფასებით, ლარის სეზონურობა კურსში უკვე ასახულია. მათივე განმარტებით, საამისო ინდიკატორი საბანკო სექტორში დაგროვილი ვალუტის ჭარბი ლიკვიდობაა, როგორც მიგრანტების დეპოზიტების ჩათვლით, ასევე მათი გამორიცხვით.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სავალუტო სახსრების თუნდაც მცირე ნაწილის სავალუტო ბაზარზე სხვადასხვა გზით მიწოდება, რაც სავსებით ლოგიკური სცენარია, ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს“, - აღნიშნულია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.

განახლების თანახმად, პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა დოებით.

„ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ისტორიულ დინამიკაზე დაყრდნობით და ზოგადად ინსტიტუციურადაც, თავის მხრივ ინფლაცია ხელფასების მატების ერთ-ერთი ძირითადი ან ხშირად მთავარი ფაქტორია. ამდენად, ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ინფლაციის მოსალოდნელ შემდგომ შემცირებასთან ერთად, ხელფასებისა და პროდუქციის ერთეულზე სამუშაო ძალის დანახარჯებიც დანორმალიზდება“, - აცხადებენ TBC Capital-ში.