LIVE

Dogecoin-ის შემქმნელს ვალუტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი აოცებს

12 თებ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 420
Dogecoin-ის შემქმნელს ვალუტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი აოცებს
Bloomberg News

ახლა, როდესაც Dogecoin– მა დაუჯერებელ საბაზრო კაპიტალიზაციას $9,1 მილიარდს მიაღწია - დაახლოებით იმდენს, რამდენიც Dropbox– ს აქვს, ციფრული მონეტის ღირებულება ნახევარი პენიდან 7 ცენტამდე გაიზარდა. Reddit-ის მეამბოხე ჯგუფის მიერ გამოწვეული თავბრუდამხვევი ზრდა 1,400% –ს უტოლდება. თუმცა, ბილი მარკუსს, პროგრამულ ინჟინერს, რომელმაც Dogecoin შექმნა, უბრალოდ სურს ხალხმა გააცნობიეროს, რომ ის აღარ არის პროექტის ნაწილი და ვერ შეზღუდავს მონეტის მოწოდებას მათი გამდიდრებისთვის.

მარკუსი Dogecoin–ის Reddit-ის ფორუმშიც ჩაერთო, საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით. 

როგორ და რატომ მუშაობს კრიპტოვალუტა აქამდე და ასეთი სწრაფი ზრდით, მარკუსისთვისაც საიდუმლოს წარმოადგენს. ხუმრობით შექმნილი კრიპტოვალუტის გარშემო მთელი ეს აჟიოტაჟი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ელონ მასკის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა Dogecoin–ის შემქმნელისთვის დამაბნეველია.

”შესაძლოა Dogecoin კარგი ბარომეტრი იყოს იმისთვის, თუ რამდენად შეიძლება გასცდეს ყველაფერი რეალობას” - ამბობს მარკუსი

მეორე მხრივ, Dogecoin-ის ასეთი გამძლეობის ერთადერთი რაციონალი, შეიძლება ლინდის ეფექტი იყოს. ეს არის თეორია იმის შესახებ, რომ კონკრეტული საგნის არსებობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაუძლო მისმა ყოფამ წარსულში.

Dogecoin 2013 წელს შეიქმნა. კრიპტო სამყაროში ის პიონერ ქოინად ითვლება. ვალუტა გადაურჩა ეგრეთ წოდებულ კრიპტო-ზამთარს, როდესაც 2018 წელს ფასები დრამატულად დაეცა. ეს ინვესტორთა ნაწილისთვის მდგრადობის დემონსტრირებაა, რაც მათ აფიქრებინებს, რომ Dogecoin უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე უბრალო ახირება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრენდონ კოჩკოდინი