LIVE

აგვისტოში თბილისში ბინის ქირა 79%-ით გაძვირდა - TBC Capital

16 სექ 202215:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1479

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, აგვისტოში თბილისში ბინის ქირის ფასი წლიურად 79%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე $8.9 შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ქირა 8%-ითაა გაძვირებული.

ქირის ფასის რეკორდული ზრდის მიზეზად კვლავ მიგრანტების ეფექტი რჩება. ამას ისიც ემატება, რომ სწავლის დაწყების პარალელურად, თბილისში ბინებს სტუდენტებიც აქტიურად ეძებენ.

პარალელურად, იზრდება გასაყიდი უძრავი ქონების ფასიც. თიბისი კაპიტალის თანახმად, გასაყიდი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე წლიურად 26%-ით, $999-მდე გაიზარდა. ივლისთან შედარებით კი, ზრდა 9%-ია.

დეველოპერები ელიან რომ წლის ბოლომდე ფასები კიდევ 5%-დან 10%-მდე გაიზრდება. 

"კადრების დეფიციტის გამო დეველოპერებს ხელფასების ზრდაც მოუწიათ, რამაც ასევე გაზარდა მშენებლობის თვითღირებულება. ამას ემატება ისიც, რომ რეკორდულად იზრდებოდა სამშენებლო მასალების ფასებიც, ამიტომ ველით, რომ წლის ბოლომდე ზრდის ტემპი შენარჩუნდება" - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ბესო ორთოიძე, კომპანია „არსის" გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ფასების მატების მიუხედავად, გაზრდილია გაყიდვების რაოდენობა. კერძოდ, აგვისტოში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 27%-ით, 3610-მდე გაიზარდა. თვის ჭრილში ზრდა 1.8%-ია.