LIVE

გერმანია რუსული Rosneft-ის ადგილობრივი ერთეულის მაკონტროლებელი გახდა

16 სექ 202210:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
გერმანია რუსული Rosneft-ის ადგილობრივი ერთეულის მაკონტროლებელი გახდა

გერმანიის მთავრობამ რუსული Rosneft-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიაზე კონტროლი აიღო და ფედერალური ქსელის სააგენტოს მარეგულირებელს გადასცა.

ქვეყნის დაქვემდებარებაში გადავიდა შვედტში, კარლსრუესა და ვოჰბურგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წილებიც. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიიღო. 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, Rosneft Deutschland-ზე გერმანიის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12% მოდის და ქვეყანაში ნავთობის გადამამუშავებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა.  

სამინისტროს თანახმად, ასევე გამოცხადდება გრძელვადიანი გეგმა შვედტში მდებარე ქარხნის საქმიანობის შესახებ. ობიექტზე დასაქმებულია დაახლოებით 12,000 ადამიანი. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილს, მათ შორის ბერლინს ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.  

"გადაწყვეტილებას ახლავს მომავლის ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის ტრანსფორმაციულ სტიმულს და ხელს შეუწყობს გადამამუშავებელ ქარხანას, რაც უზრუნველყოს ნავთობის მიწოდებას ალტერნატიული მიწოდების მარშრუტებით", - განაცხადა სამინისტრომ.

სამინისტროს განცხადებით, კანცლერი ოლაფ შოლცი, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი და ბრანდენბურგის შტატის პრემიერი დიტმარ ვოიდკე პაკეტის დეტალებს დღეს გამოაქვეყნებენ. 

რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის მიზნით, გერმანია წლის ბოლოს გეგმავს შეწყვიტოს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი, რითაც მისი გადამამუშავებელი ქარხნები მარაგდება. ეს არის ბერლინის მხრიდან ენერგეტიკულ ინდუსტრიაში აქტიური როლის აღებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რამდენადაც ის თავისუფლდება რუსეთთან ათეულობით წლის განმავლობაში აქტიური თანამშრომლობისგან.

აპრილში გერმანიამ დროებითი კონტროლი Gazprom Germania-ზე აიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შტეფან ნიკოლა