LIVE

ამსტერდამის აეროპორტის CEO სამოგზაურო ქაოსის გამო გადადგა

15 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 631
ამსტერდამის აეროპორტის CEO სამოგზაურო ქაოსის გამო გადადგა

ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტის დირექტორი დიკ ბენშოფი სამოგზაურო ქაოსის გამო, თანამდებობას ტოვებს. პერსონალის დეფიციტის გამო, რეისების გაუქმებასთან და რიგებთან დაკავშირებული ქაოსი გრძელდება. 

ბენშოფმა Royal Schiphol Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს გუშინ აცნობა, რომ პრეზიდენტ-დირექტორისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს, თუმცა აეროპორტის განცხადებით, ის საქმიანობას გააგრძელებს იქამდე, სანამ შემცვლელს შეარჩევენ. 

"ყურადღებისა და კრიტიკის ქვეშ მოექცა სხიპოლი იმის გამო, თუ როგორ უმკლავდება პრობლემებს და როგორ ვასრულებ CEO-ს მოვალეობას. არ მინდა, რომ ჩემდამი ყურადღება სხიპოლისთვის დაბრკოლებად იქცეს", - ამბობს ბენშოფი და დასძენ, რომ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო. 

გადატვირთული ზაფხულის სეზონის წინ, ამსტერდამის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეზღუდა სიმძლავრე, მას შემდეგ, რაც პანდემიური, თითქმის გაჩერებული მუშაობის შემდეგ, ხალხმა მოგზაურობა დაიწყო. მის გადაწყვეტილებას მიჰყვნენ სხვა აეროპორტებიც. 

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, რომელიც პანდემიამდე ევროპაში ყველაზე დატვირთული იყო, დღეში 100,000 მგზავრზე დაწესებულ ლიმიტს ოქტომბრის ბოლომდე შეინარჩუნებს. აეროპორტმა ივლისში მიანიშნა, რომ ლიმიტები შეიძლება კიდევ ერთი წლის განმავლობაში ძალაში დარჩეს. 

სხიპოლმა მაისში პირობა დადო, რომ აიყვანდა მეტი მუშაკს და გააუმჯობესებდა მგზავრთა ნაკადს, რათა მოლოდინის დრო შეემცირებინა. კადრის სიმცირის გამო, ამსტერდამის აეროპორტმა უამრავ ავიაკომპანიას სთხოვა გააუქმონ ორშაბათს დაგეგმილი ფრენები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ეფრილ როუჩი და სიდჰარტ ვიკრამ ფილიპი