LIVE

გაერთიანებულ სამეფოში უმუშევრობა 1974 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

13 სექ 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
გაერთიანებულ სამეფოში უმუშევრობა 1974 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

გაერთიანებულ სამეფოში უმუშევრობა 1974 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რადგანაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს სამუშაო ადგილს. 

მთავრობამ განაცხადა, რომ ივლისის ჩათვლით, სამი თვის განმავლობაში ზრდასრულთა მხოლოდ 3.6% იყო უმუშევარი და სამსახურის მაძიებელი, რაც წინა თვეების მაჩვენებელზე - 3.8%-ზე დაბალია. 

კლების მიზეზი გახდა იმ ადამიანების რიცხვის ზრდა, რომლებიც ეკონომიკურად არააქტიურად მიიჩნევიან ან არ არიან დაინტერესებული სამსახურის მოძიებით. გრძელვადიანი ავადმყოფობისა და განათლების მიღების მიზნით, ახალგაზრდების მიერ სამსახურების მიტოვების გამო, საერთო ჯამში 194 000-მა ადამიანმა უარი თქვა სამუშაო ადგილზე. 

ამასთან, ივლისში დასაქმება 40 000-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების ნავარაუდევ 125 000-ზე ნაკლებია.

ინფლაციაზე მორგებული რეალური ხელფასები ამ კვარტალში 2.8%-ით შემცირდა. გასულ თვეებში კლება უფრო მნიშვნელოვანი იყო. 

ვაკანსიების რიცხვი, წინა კვარტალთან შედარებით 34 000-ით შემცირდა, რაც 2020 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე დიდი კლებაა. 

ინგლისის ბანკი ტენდენციით შეშფოთებულია, რადგან სამუშაო ძალის ნაკლებობამ შეიძლება ინფლაციური წნეხი გააძლიეროს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენდრიუ ატკინსონი და ფილიპ ოლდრიკი