LIVE

ხანგრძლივი Covid-ი ავსტრალიის ეკონომიკას წელიწადში $3.6 მილიარდი უჯდება - ანგარიში

10 სექ 202212:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
ხანგრძლივი Covid-ი ავსტრალიის ეკონომიკას წელიწადში $3.6 მილიარდი უჯდება - ანგარიში
Lisa Maree Williams/Getty Images

ხანგრძლივი Covid-ი ავსტრალიის ეკონომიკას წელიწადში $3,6 მილიარდი უჯდება. მონაცემებს  Impact Economics and Policy ავსტრალიური ფინანსური მიმოხილვის ფარგლებში აქვეყნებს. 

ქვეყნის ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით 31,000 დასაქმებული დაინფიცირდა ივნისში. Impact Economics and Policy-ს ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ღირებულება კვირაში $68 მილიონი იყო. ეს წელიწადში დაახლოებით 5,2 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს.

ავსტრალიის პარლამენტი ატარებს კვლევას ხანგრძლივი Covid-ის შესახებ, რათა შეიმუშაოს დაავადების მკაფიო განმარტება და შეაფასოს მისი გავლენის მასშტაბი ქვეყნის მოსახლეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება, მილიონობით სხვა მთელს მსოფლიოში ხედავს ხანგრძლივ ეფექტს, სუნთქვის პრობლემებიდან ნევროლოგიურ პრობლემებამდე.

მთავრობები ცდილობენ შეეგუონ მდგომარეობას, რაც ასახავს პანდემიის მიმდინარე გავლენას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობა ცდილობს წინსვლას.

ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი მაიკ ფრიდლენდერი კვლევას წარმართავს. ის შეეცდება გამოავლინოს ხანგრძლივი Covid-ით დაზარალებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა და შეიმუშაოს საუკეთესო მკურნალობა, რათა დაეხმაროს მათ გამოჯანმრთელებაში.

კვლევა ასევე შეისწავლის, უნდა იყოს თუ არა ეს მდგომარეობა კლასიფიცირებული, როგორც შეზღუდული შესაძლებლობა, რათა პაციენტებს შეეძლოთ მიიღონ სახელმწიფოს მხარდაჭერა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიამ, შფოთვამ და სტრესმა Covid-ით ინფიცირებამდე, შეიძლება გაზარდოს გრძელვადიანი სიმპტომების განვითარების ალბათობა. ხანგრძლივი ეფექტები, რომლებიც მოიცავს  სიმპტომებსქრონიკული დაღლილობიდან, თმის ცვენასა და სუნთქვის გაძნელებამდე - სავარაუდოდ აწუხებს Covid-ისგან გამოჯანმრთელებულთა დაახლოებით 10%- 20%-ს.

ჰარვარდის კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი Covid-ი, სავარაუდოდ, მხოლოდ აშშ-ის ეკონომიკას $3,7 ტრილიონი დაუჯდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემა ო'ბრიენი