LIVE

დეფიციტის ფონზე, ჩინეთის ენერგოგიგანტები გაზს ევროპაში ყიდიან

08 სექ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
დეფიციტის ფონზე, ჩინეთის ენერგოგიგანტები გაზს ევროპაში ყიდიან

ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული ჯგუფები სულ უფრო და უფრო მეტ თხევად ბუნებრივ აირს ყიდიან მსოფლიოში, რაც გარკვეულ შვებას სთავაზობს მიწოდების დეფიციტში მყოფ მყიდველებს.

Cnooc-ი სთავაზობს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გაყიდვას ნოემბრის დატვირთვისთვის Northwest Shelf Export Project-დან ავსტრალიაში. ტრეიდერებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც სხვა მსხვილმა გადამზიდავებმა, მათ შორის Sinopec-მა და PetroChina-მ, წლის განმავლობაში ამერიკიდან რამდენიმე ტონა LNG ენერგოდეფიციტში მყოფ ევროპაში გადაამისამართეს.

მიწოდებამ მცირე გადატვირთვა მოუტანა ბუნებრივი გაზის ბაზრებს, რომელიც შეარყია რუსეთის მიერ ევროპელი მომხმარებლებისთვის მთავარი მილსადენის დახურვამ. ბუნებრივი აირის ფასი ევროპასა და აზიაში წელიწადის ამ დროისთვის რეკორდულ მაჩვენებლებზეა, რაც აიძულებს მთავრობებს, მიიღონ უპრეცედენტო ზომები ბიზნესისა და მომხმარებლების დასაცავად.

ჩინეთი 2021 წელს მსოფლიოში LNG-ის ყველაზე დიდი მყიდველი იყო, მაგრამ მკაცრი ეროვნული Covid პოლიტიკისა და ეკონომიკური შენელების შედეგად მოთხოვნა წელს 20%-ზე მეტით დაეცა. განსხვავება ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ნიშნავს, რომ გლობალური მყიდველები მზად არიან გადაიხადონ ბევრად მაღალი ტარიფები.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ LNG-ის ჩინელი მცირე იმპორტიორები, როგორიცაა ENN Energy Holdings და JOVO Group, აქტიურად ყიდიან ტვირთებს აზიის პორტებში.

ლითიუმის ფასები ჩინეთში უახლოვდება უმაღლეს დონეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლითიუმ-იონურ ბატარეებში გამოყენებული მასალის გლობალური დეფიციტი არ მცირდება. Asian Metal-ის თანახმად, ლითიუმის კარბონატი ტონაზე თითქმის $72 090-ად იყიდება. ჩინეთის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ აპირებს შექმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს ნედლეულის, მათ შორის ლითიუმის ფასების სტაბილიზაციას.

ჩინეთმა განაცხადა, რომ დააჩქარებს სტიმულირებას მესამე კვარტალში. “უკიდურესად მნიშვნელოვანია” ქვეყნისთვის მხარდამჭერი პოლიტიკა ამ კვარტალში, განუცხადა პეკინში ჟურნალისტებს იანგ ინგკაიმ, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის გენერალური მდივნის მოადგილემ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია