LIVE

ნიგერია და Binance-ი ციფრული ეკონომიკური ზონის შექმნას განიხილავენ

04 სექ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
ნიგერია და Binance-ი ციფრული ეკონომიკური ზონის შექმნას განიხილავენ

ნიგერიის ხელისუფლება და კრიპტოვალუტების პლატფორმა Binance-ი ციფრული ეკონომიკური ზონის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ნიგერიის ექსპორტის გადამამუშავებელი ზონების ორგანოს მიხედვით, პარტნიორობა მიზნად ისახავს ციფრული ჰაბის შექმნას, რომელიც დუბაის ვირტუალური თავისუფალი ზონის მსგავსი იქნება.

ნიგერია, აფრიკის ყველაზე დასახლებული ქვეყანა აპირებს გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგია, როგორც ნედლი ნავთობის მიღმა ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზა, რასაც მზარდი ახალგაზრდა მოსახლეობა დაეხმარება. Fintech სტარტაპებმა, Interswitch-მა და Flutterwave-მა, რომლებიც ამ სივრცეში გამოჩნდნენ, მილიარდიან შეფასებას უკვე გადააჭარბეს.

მთავრობამ წელს მიიღო რეგულაციები ციფრული აქტივებით ვაჭრობის შესახებ. ასევე, Nigeria Exchange-ი მომავალ წელს ბლოკჩეინით მხარდაჭერილი პლატფორმის ამუშავებას გეგმავს, რათა ბირჟაზე ვაჭრობა გააძლიეროს.

CoinGecko-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნიგერიაში მოქალაქეებმა მეტი ინტერესი გამოავლინეს კრიპტოვალუტების მიმართ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს მას შემდეგ, რაც აპრილში ციფრული აქტივების ფასებმა კლება დაიწყეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემელე ონუ