
Amazon.com-ის განცხადებით, მის ახალ სერიალს Lord of the Rings: The Rings of Power-ს პირველ დღეს მსოფლიოში 25 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
სერიალი, რომელიც ჯ.რ.რ. ტოლკინის შექმნილ სამყაროზეა დაფუძნებული და სიუჟეტი The Hobbit-ის მოვლენებამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე ვითარდება, Prime Video-ზე ყველაზე დიდი დებიუტია.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ი არ აქვეყნებს მაყურებელთა მონაცემებს შოუების უმეტესობისთვის. თუმცა, სტრიმინგის სერვისები იწყებენ მეტი ინფორმაციის გამჟღავნებას, რათა დაამტკიცონ მათი წარმატება და რეკლამის განმთავსებლებს მასშტაბების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
კომპანიამ პროექტში დაახლოებით $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო, მათ შორის $250 მილიონი ფრენჩაიზის უფლებებისთვის გადაიხადა, რათა კონკურენცია გაუწიოს ისეთ სტრიმინგ გიგანტებს, როგორიცაა Netflix-ი და Disney+.
სერიალი მიმდინარე თვეში მსოფლიოს 240-ზე მეტი ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ახალი ეპიზოდები ყოველკვირეულად 14 ოქტომბრის ჩათვლით გამოვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შიინ ჩენი