LIVE

გერმანია ენერგიის გაზრდილ ფასებთან გასამკლავებლად €40 მილიარდს გამოყოფს

04 სექ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
გერმანია ენერგიის გაზრდილ ფასებთან გასამკლავებლად €40 მილიარდს გამოყოფს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის კოალიციამ ხელი მოაწერა დახმარების გეგმას, რომლის ღირებულება დაახლოებით $40 მილიარდი იქნება. გეგმის მიზანია დაეხმაროს მილიონობით ოჯახს ელექტროენერგიის მზარდ ფასებთან გამკლავებაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე.

ფედერალური მთავრობის მომხმარებელთა დახმარების დაფინანსება 2022 და 2023 წლების ბალანსს დაფარავს, ხოლო საერთო პაკეტი კიდევ უფრო დიდი იქნება რეგიონული მთავრობების წვლილის გამო.

გერმანიის მთავრობამ ასევე გაააქტიურა სამდონიანი გაზის გადაუდებელი გეგმის მეორე ეტაპი და განიხილავს მისი რამდენიმე ძირითადი ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემსუბუქებას. მათ შორის ბირთვული და ქვანახშირის ელექტროსადგურების სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივებასაც.

შეგახსენებთ, გერმანია სპირალური ენერგეტიკულ კრიზისის წინაშეა, რომელიც რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებით არის გამოწვეული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბირჯიტ ჯენენი