LIVE

პრაღაში ათასობით ადამიანმა ენერგიის კრიზისი გააპროტესტა

04 სექ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 562
პრაღაში ათასობით ადამიანმა ენერგიის კრიზისი გააპროტესტა

ათიათასობით ჩეხმა პრაღაში ენერგეტიკული გადასახადების მატება გააპროტესტა და სახელმწიფოსგან მეტი დახმარება მოითხოვა, რაც საზოგადოების უკმაყოფილების ყველაზე დიდი გამოვლინებაა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.

ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში შაბათს დაახლოებით 70,000 ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის შეფასებით, ზოგიერთს ეჭირა აბრები, რომლებიც გმობდნენ ქვეყნის წევრობას ევროკავშირში და NATO-ს სამხედრო ალიანსში.

ჩეხეთის ინფლაცია, რომელიც ძირითადად საცხოვრებლის და ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული, ამჟამად 1993 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ის უახლოეს თვეებში დაახლოებით 20%-ს მიაღწევს.

ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ პეტიცია ასევე მოითხოვდა ბუნებრივი აირის იაფი მიწოდების უზრუნველყოფას რუსეთთან პირდაპირი კონტრაქტით, სამხედრო ნეიტრალიტეტსა და ჩეხური ბიზნესის მეტ მხარდაჭერას. პეტიციამ ასევე უარყო ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინელი ლტოლვილების მუდმივი დასახლება.

პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ, რომლის კაბინეტი უკრაინის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერთა შორისაა, განაცხადა, რომ დემონსტრაცია ორგანიზებული იყო კრემლის პროპაგანდის გავლენით, პრორუსული მხარდამჭერების მიერ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ ლაკა