LIVE

Twitter-ი Twitter Blue-ს მომხმარებლებისთვის რედაქტირების ღილაკს ამატებს

01 სექ 202218:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 426
Twitter-ი Twitter Blue-ს მომხმარებლებისთვის რედაქტირების ღილაკს ამატებს

Twitter-ი რედაქტირების ღილაკს ამატებს. კომპანიამ გადაწყვეტილება მრავალწლიანი დებატების შემდეგ მიიღო იმის შესახებ, არის თუ არა ასეთი ფუნქცია კარგი იდეა პროდუქტისთვის, რომელიც ცნობილია პოსტების ვირუსული გავრცელებით.

რედაქტირების ფუნქცია მალე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც Twitter Blue-ს გამოწერისთვის თვეში $4,99-ს იხდიან. ტვიტის რედაქტირება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეცვალონ ტვიტის შინაარსი 30 წუთის განმავლობაში თავდაპირველი გამოქვეყნებიდან. რედაქტირებულ ტვიტებს ექნებათ შესაბამისი კატეგორიზება და შესაძლებელი იქნება პოსტის წინა ვერსიების ნახვაც.

რედაქტირების ღილაკი ჯერჯერობით ტესტირებას გადის მომხმარებელთა მცირე ჯგუფთან და Twitter Blue-ს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი შემდეგ კვირებში გახდება.

Twitter-ი წლების განმავლობაში მსჯელობდა რედაქტირების ღილაკის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ზოგიერთები შიშობდნენ, რომ მას ბოროტად გამოიყენებენ ადამიანები, რომლებიც ვირუსული გავრცელების შემდეგ, შეტყობინების შინაარსის შეცვლიან. ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში განაცხადა, რომ რედაქტირების ღილაკის დამატება ნაკლებად სავარაუდო იყო. თუმცა, კომპანიას გადაჭრით განცხადება ამის შესახებ არასდროს გაუკეთებია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი