LIVE

Lufthansa ფრანკფურტსა და მიუნხენში ხვალისთვის ყველა ფრენას შეაჩერებს

01 სექ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 474
Lufthansa ფრანკფურტსა და მიუნხენში ხვალისთვის ყველა ფრენას შეაჩერებს

Lufthansa-ს განცხადებით, პარასკევს ფრანკფურტში და მიუნხენში ყველა ფრენას შეაჩერებს. ფრენები პილოტების გაფიცვის გამო უქმდება, რომლებიც ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ეს კიდევ უფრო ართულებს სერიოზულ შეფერხებებს, რაც უკვე გახდა სამოგზაურო ქაოსის მიზეზი.

საერთო ჯამში, დაახლოებით 130,000 მგზავრი დაზარალდება, რადგან Lufthansa-მ ორ უმსხვილეს გერმანულ ჰაბში 800 ფრენა გააუქმა. ავიახაზების ცნობით, გარკვეულ შეფერხებებს დღესაც ექნება ადგილი.

Lufthansa-ს პილოტებმა ხელფასის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. კომპანიამ განაცხადა, რომ გაფიცვის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია მას შემდეგ, რაც ძალიან კარგი და სოციალურად დაბალანსებული შეთავაზება გააკეთა. ავიაკომპანიის თქმით, პილოტების მოთხოვნების დაკმაყოფილება სახელფასო ხარჯებს 40%-ზე მეტით გაზრდის.

Lufthansa-მ განაცხადა, რომ პროფკავშირის მოთხოვნა კაბინის პერსონალის ხარჯებს, რომელიც $2.2 მილიარდს შეადგენს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 900 მილიონი ევროთი გაზრდის.

ავიაკომპანიამ გასულ თვეში განაცხადა, რომ ხელფასების შესახებ შეთანხმება Verdi-ის პროფკავშირთან დადო, რომელიც მისი სახმელეთო ეკიპაჟის 20 000 წევრს წარმოადგენდა. ანაზღაურების ზრდა 13,6%-დან 18,6%-მდე მერყეობდა.

საჰაერო მოგზაურობის მოსალოდნელზე უფრო სწრაფ აღდგენას აეროპორტებში პერსონალის პოსტ-პანდემიური დეფიციტი დაემთხვა. ამან ინდუსტრიას ქაოსური ზაფხული მოუტანა, რის შედეგადაც Lufthansa-მ და სხვა ავიაკომპანიებმა ათასობით ფრენა გააუქმეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფ რუვალდი