LIVE

რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, თურქეთი ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა

31 აგვ 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, თურქეთი ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა

რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, რომელიც 24-წლიან მაქსიმუმს აღწევს, თურქეთის ეკონომიკა იზრდება. 

თურქეთმა მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდით მსგავსი ზომის ეკონომიკების უმეტესობას გაუსწრო. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოხმარების მატებას უკავშირდება.

მთლიანი შიდა პროდუქტი მეორე კვარტალში წლიურად 7.6%-ით გაიზარდა, რაც Bloomberg-ის პროგნოზირებულ 7.4%-ს აჭარბებს.

მშპ-ს კვარტალური ზრდა, სეზონურ და სამუშაო დღეებზე მორგებული პირობებით, 2.1%-მდე დაჩქარდა.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარს უჭერს ეკონომიკურ მოდელს, რომელიც პრიორიტეტს ექსპორტს, წარმოებას და დასაქმებას ანიჭებს, ფასების სტაბილურობისა და ვალუტის ხარჯზე.

თურქეთის ყველაზე გრძელვადიანი ლიდერი, რომელიც დაბალი საპროცენტო განაკვეთების დამცველია, წლიურ ინფლაციასთან გამკლავებაში შინამეურნეობებისა და კომპანიების გამძლეობას ეყრდნობა. ქვეყანაში ინფლაცია, სავარაუდოდ, 80%-ს მიაღწევს ლირას რეკორდული გაუფასურების ფონზე.

ამავდროულად, ფასების ზრდის შეკავების ნაცვლად, ცენტრალური ბანკის მმართველმა საჰაპ კავჩიოღლუმ თავი შეიკავა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან. ეს მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს განაკვეთები 500 საბაზისო პუნქტით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა ახლოს იყოს დასასრულთან. მიმდინარე თვეში ანალიტიკოსების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშპ-ს წლიური ზრდა შესაძლოა მიმდინარე კვარტალში 3,3%-მდე, ხოლო წლის ბოლო სამ თვეში 1,3%-მდე შემცირდეს.

შენელების ნიშნები უკვე გამოჩნდა სამრეწველო წარმოებასა და საცალო გაყიდვებში. თურქ მწარმოებლებს შორის ბიზნეს პირობები კორონავირუსული პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ყველაზე მეტად გაუარესდა.

პარალელურად, ევროპაში რეცესიის საფრთხე ქვეყნისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან კონტინენტი თურქული ექსპორტის მთავარი მიმართულებაა.

მსუბუქი მონეტარული პოლიტიკა შესაძლოა თურქეთს უკან მოუტრიალდეს. ING Bank AS-ის ეკონომისტების გაფრთხილებით, ფინანსურ ბაზრებზე მაღალმა რისკის პრემიამ და მაკროსტაბილურობის მზარდმა რისკებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს შიდა მოთხოვნაზეც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი