
Google-ის Play store დონალდ ტრამპის Truth Social აპლიკაციის გავრცელებაზე უარს ამბობს. კომპანია აცხადებს, რომ ქსელმა უნდა გადაჭრას ძალადობრივი კონტენტის საკითხი, რომელიც Google-ის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
Google-მა განაცხადა, რომ 19 აგვისტოს შეატყობინა Truth Social-ს დარღვევებისა და მათი გამოსწორების გზების შესახებ.
Trump Media and Technology Group-მა თავის მხრივ განაცხადა, რომ Truth Social-ი ოჯახური და ენერგიული საზოგადოებაა, რომელიც უწყვეტად მუშაობდა Google-თან, რათა უზრუნველეყო, რომ Truth Social Android აპლიკაცია Google-ის პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფილიყო თავისუფალი სიტყვის კომპრომისირების გარეშე.
”ჩვენი რწმენაა, რომ ყველა ამერიკელს უნდა ჰქონდეს წვდომა Truth Social-ზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მოწყობილობებს იყენებს ის",- განაცხადა კომპანიამ.
Truth Social არის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რჩეული სოციალური ქსელი. 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპს აეკრძალა Twitter-ის გამოყენება და შეუჩერდა Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენების უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ აპი ფრთხილად უდგება ზოგიერთ პოტენციურად შეურაცხმყოფელ კონტენტს, როგორიცაა სექსუალური სურათები, ის მასპინძლობს ძალადობრივ ტექსტებს, როგორიცაა სამოქალაქო ომის მოწოდებები ტრამპის ღირსების დასაცავად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯულია ლავ