LIVE

საფრანგეთი ელექტრომობილების ლიზინგს დაასუბსიდირებს

28 აგვ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 568
საფრანგეთი ელექტრომობილების ლიზინგს დაასუბსიდირებს

საფრანგეთი ელექტრომობილების ლიზინგის სუბსიდირების გეგმას ამზადებს, რათა მოსახლეობისთვის ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

სქემა ელექტრომობილებს ხელმისაწვდომს თვეში 100 ევროდ გახდის. ამის შესახებ ბიუჯეტის მინისტრმა გაბრიელ ატალმა LCI ტელევიზიის ეთერში და აღნიშნა, რომ ღირებულება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ბევრი ადამიანი ბენზინზე ხარჯავს. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება განხორციელდეს ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის გეგმა.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სალიზინგო პროგრამის დაპირება გასცა, რათა შეეწინააღმდეგოს კრიტიკას, რომ სუბსიდიების შემთხვევაშიც კი, ელექტრომობილები ბევრისთვის მიუწვდომელია.

საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს 47 000 ევროზე ნაკლები ღირებულების ელექტრომობილების შესაძენად 6000 ევროს ოდენობის სუბსიდიებს სთავაზობს.

ცნობისთვის, საფრანგეთში ელექტრომობილები 2022 წლის პირველ შვიდ თვეში ახალი მანქანების გაყიდვების 12%-ს წარმოადგენდა.

ლიზინგის ღონისძიება სარგებელს მოუტანს ევროპელ ავტომწარმოებლებსაც, რომლებიც ახალ ელექტრომოდელებზე მუშაობენ. მათ შორის არიან Renault-ი, Volkswagen-ი და Peugeot-ისა და Citroen-ის მწარმოებელი Stellantis-ი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა პატელი