LIVE

ტექნიკური ინდიკატორების მიხედვით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა კიდევ დაეცეს

25 აგვ 202220:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 440
ტექნიკური ინდიკატორების მიხედვით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა კიდევ დაეცეს

ტექნიკური ინდიკატორების მიხედვით, ბიტკოინი შესაძლოა კიდევ ერთი დაღმავალი ეპიზოდისთვის ემზადებოდეს.

საბაზრო ღირებულებით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი მიმდინარე წელს 50%-ზე მეტით შემცირდა, ბოლო დროს კი მისი ფასი $19,000-დან $25,000-მდე დიაპაზონში მერყეობს, რასაც გამკაცრებადი მონეტარული პოლიტიკა უწყობს ხელს. მისი ფასი ლონდონის ვაჭრობაში დილის 6:51 საათისთვის $21,566-ს შეადგენდა.

თუმცა, ტრეიდერები ახლა ბევრად მეტს იხდიან უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასის მიერ $18,000-იანი ნიშნულის გარღვევის წინააღმდეგ პროტექციისთვის.

ამასთან, სექტემბერი ბიტკოინისთვის ყველაზე უარესი თვეა. კრიპტოვალუტა ბოლო ხუთ წელია ამ პერიოდში ფასის 10%-იან ვარდნას აფიქსირებს.

ოფციონების კონტრაქტების მონაცემები, რომლებიც სექტემბრის ბოლოს იწურება, აჩვენებს, რომ მაქსიმალური ღია ინტერესის ფასი ბიტკოინისთვის $20,000-ია, რაც ნიშნავს, რომ მის ქვემოთ ფასის დიდხანს გაჩერებამ შესაძლოა ინვესტორებს მათი პოზიციების ჰეჯირება აიძულოს. ეს გაზრდის ზეწოლას ფასებზე და ივნისის ვარდნას ისევ ფოკუსში მოაქცევს.

ბიტკოინის ასევე ჩამორჩება ეთერიუმს, მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, რომელიზეც პროგრამული უზრუნველყოფის მოახლოებულმა განახლებამ დადებითად იმოქმედა. უმსხვილესი მონეტის ფასის სატესტო დონეებზე ქვემოთ შესვენება კი მის შემდგომ ნაკლებეფექტურობაზე მიუთითებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი