LIVE

გადაყიდვა - Gen Z თაობის სპორტი

25 აგვ 202214:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 482
გადაყიდვა - Gen Z თაობის სპორტი
Bloomberg

Gen Z თაობა ძვირადღირებულ ნივთებს, გაყიდვის მიზნით, ყველაზე ხშირად ყიდულობს.

RealReal-მა, ონლაინ პლატფორმამ, სადაც მსგავსი ნივთების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი, გამოაქვეყნა 2022 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 25 წლამდე მომხმარებლები გადაყიდვას ერთგვარ სპორტად აღიქვამენ და შემდგომში უფრო ძვირად გასაყიდად, მეორადი ფუფუნების საგნებით აქტიურად ინტერესდებიან. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ტენდენცია კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

RealReal-ის ქალთა განყოფილების უფროსი დირექტორი, საშა შკოდა ამბობს, რომ Gen Z-ის მომხმარებლების მიერ საიტზე შეძენილი ნივთების გაყიდვის მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50%-ით გაიზარდა.

"ამ ჯგუფთან დაკავშირებით, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისინი რასაც ყიდულობენ, ბევრად უფრო სწრაფად ყიდიან, ვიდრე სხვები,” - თქვა შკოდამ.

Gen Z-ის მიერ გაყიდულ ნივთებს შორისაა Prada-სა და Reformation-ის პროდუქცია. განსაკუთრებით პოპულარულია Balenciaga, რასაც ხელი შეუწყო კიმ კარდაშიანისა და ჯასტინ ბიბერის ბრენდის კამპანიებში გამოჩენამ. სამკაულებში კი Cartier ლიდერობს.

არჩევანი თაობების შესაბამისად განსხვავებულია. თუ Gen Z მომხმარებლები უპირატესობას მინი-ქვედაბოლოებს ანიჭებენ, მილენიალები უფრო ტრადიციულ შარვლებს ირჩევენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარტინ პარიზი