
არაკომერციული ფონდი, რომელიც Ethereum blockchain-ის უკან დგას მეგობრული ჰაკერებისთვის ჯილდოს ოთხჯერ ზრდის. ჰაკერები, რომლებიც მისი პროგრამული უზრუნველყოფის განახლების კოდში შეცდომებს აღმოაჩენენ $1 მილიონამდე ჯილდოს მიიღებენ.
აქამდე, ეგრეთ წოდებული bug-bounty პროგრამის ჯილდო $250,000-ს შეადგენდა. ამასთან, ადგილს ლიდერბორდში, რომელსაც შეცდომის აღმომჩენი ჰაკერები დაიკავებენ. ჯილდოს ზრდის შესახებ ოთხშაბათს ბლოგ პოსტში გამოცხადდა.
ჯილდოს გაზრდის მიზანი კრიტიკული პრობლემების წარმოქმნის შესაძლებლობის შემცირებაა, რომელიც შესაძლოა ეგრეთ წოდებული Merge-ის დროს წარმოიქმნას. ეთერიუმის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება 10-დან 20 სექტემბრამდეა დაგეგმილი.
Merge-ის დროს, ეთერიუმი მძალვრი კომპიუტერებიდან, რომელსაც მაინერები ჰქვია და კრიპტოვალუტის ტრანზაქციებისთვისაა საჭირო, ბევრად უფრო ენერგოეფექტურ სისტემაზე გადავა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი