LIVE

სტიგლიცი - რეფინანსირების განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა ინფლაცია გაზარდოს

25 აგვ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 618
სტიგლიცი - რეფინანსირების განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა ინფლაცია გაზარდოს

ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის, ჯოზეფ სტიგლიცის თქმით, ცენტრალური ბანკები, რომლებიც ზედმეტად აგრესიულად ზრდიან სესხების ხარჯებს მიწოდებით გამოწვეული ინფლაციის შესამცირებლად, რისკის ქვეშ აყენებენ ფასების ზრდას.

როდესაც აქტივობა განახლდება პანდემიით გამოწვეული ჩაკეტვის შემდეგ და ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, იბრძვიან აღსადგენად, გლობალური ეკონომიკა უძლებს იმას, რაც “აქამდე არასდროს გაგვიკეთებია”, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ინტერვიუში.

“საპროცენტო განაკვეთების გაზრდა არ წყვეტს მიწოდების პრობლემას. ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. ახლა მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მიწოდების გაუმჯობესებაში, მაგრამ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინვესტირებას ართულებს”,- განაცხადა სტიგლიცმა.

პოლიტიკის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეამცირებს ამ თაობის ყველაზე სწრაფ ინფლაციას. სტიგლიცი ამაში დარწმუნებული არ არის.

სტანდარტული ეკონომიკური მოდელები ვარაუდობენ, რომ უფრო მაღალმა განაკვეთებმა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია გამოიწვიოს. სტიგლიცმა მაგალითად მოიყვანა ამერიკის უძრავი ქონების ბაზარი, სადაც მესაკუთრეები მაღალ საპროცენტო ხარჯებს მოიჯარეებს ქირის საშუალებით გადასცემენ, რაც ფასების ზრდას იწვევს.

“როგორ გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდა მეტ საკვებს, მეტ ენერგიას და როგორ მოაგვარებს ჩიფსების მიწოდების პრობლემას? სულაც არა. ისინი არ გაუმკლავდებიან პრობლემის ძირეულ მიზეზს. რეალური რისკი არის ის, რომ ეს გააუარესებს სიტუაციას”,- განაცხადა სტიგლიცმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეროლინ ლუკი