LIVE

Instagram-ი BeReal-ის მსგავს ფუნქციას სცდის

24 აგვ 202221:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 716
Instagram-ი BeReal-ის მსგავს ფუნქციას სცდის

Instagram, როგორც ჩანს, კონკურენტი სოციალური ქსელის, BeReal-ის მსგავსი ფუნქციის დამატებას საკუთარ პლატფორმაზე ცდის. ეს პოპულარული ფრანგული აპლიკაციაა მომხმარებლებისგან დღეში ერთხელ, მოულოდნელად წინა კამერით ფოტოს გადაღებას და დაუმუშავებლად ატვირთვას მოითხოვს. 

დეველოპერ ალესანდრო პალუცის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული "სქრინშოთის" მიხედვით, Instagram მომხმარებლებს სთხოვს, შეუერთდნენ "გულახდილ გამოწვევას" და ყოველდღე, სხვადასხვა დროს, შეტყობინების მიღებიდან 2 წუთის განმავლობაში გადაიღონ და გააზიარონ საკუთარი ფოტო. აპლიკაცია BeReal-ის ძირითადი პირობა სწორედ ეს მოთხოვნაა.

Instagram-ის სპიკერის განმარტებით, ინსტრუმენტის გამოცდა მხოლოდ "შიდა წრეში" მიმდინარეობს. BeReal-ის სპიკერს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

BeReal 2020 წელს დაარსდა. BeReal-მა დაფინანსება მოიპოვა ვენჩურული კაპიტალის ფირმებიდან, როგორებიცაა Andreessen Horowitz და Accel. პლატფორმის სათავო ოფისი პარიზში მდებარეობს. აპლიკაცია პოპულარულია თინეიჯერებში, რომლებსაც მოსწონთ, რომ ფოტოს გამოქვეყნება მომხმარებლებს ერთდროულად უწევთ. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ფოტოს ასატვირთად მხოლოდ 2 წუთი აქვთ, ისინი არ ხარჯავენ დროს სცენის დადგმასა და რედაქტირებაში, რათა სრულყოფილად გამოიყურებოდნენ. ამ მიზეზით Instagram-ს ხშირად აკრიტიკებენ. 

Instagram-ის მშობელ კომპანია Meta-სთვის ახალი კონკურენტების ფუნქციების საკუთარ პლატფორმებზე დამატება უცხო არ არის, მათ შორისაა, Snapchat-ის "ისტორიები" (Story) და TikTok-ის მოკლე ვიდეოები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ბარინკა