LIVE

ევროპის მთავრობები ენეგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად $278 მილიარდს ხარჯავენ

24 აგვ 202219:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
ევროპის მთავრობები ენეგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად $278 მილიარდს ხარჯავენ

ევროპული მთავრობების მიერ ბიზნესებსა და ოჯახებზე ენერგეტიკული კრიზისის გავლენის შესამსუბუქებლად $278 მილიარდი გამოიყო.

დაფინანსება, რომელიც ბრიუსელში დაფუძნებულმა Bruegel-ის ანალიტკურმა ცენტრმა დათვალა, სექტემბრიდან გამოყოფილ თანხებს  ითვალისწინებს და მოიცავს ყველაფერს, საბერძნეთში მცირე ბიზნესის ტარიფების სუბსიდირებიდან, ბელგიელი მომხმარებლებისთვის პირდაპირი გადახდებამდე. თანხის ნაწილი ჯერ დახარჯული არ არის.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ენერგიის საბითუმო ფასები სეზონურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა მაშინ, როცა რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდებას უმცირებს. ეს აზიანებს კონტინენტის ეკონომიკურ წარმოებას, რადგან ინდუსტრია ზეწოლის ქვეშ ექცევა. პარალელურად, მომხმარებლები ცხოვრების ხარჯების კრიზისის წინაშე არიან, რაც დიდ ბრიტანეთში საყოფაცხოვრებო გადასახადების გასამმაგებას გულისხმობს.

ამასთან, მათავრობებზე დარტყმა მზარდი ინფლაციის პირობებში ხორციელდება, რაც ცხოვრების დონეს ამცირებს. Citigroup-ის პროგნოზით, დიდი ბრიტანეთში ინფლაციამ იანვარში შესაძლოა 18%-ს გადააჭარბოს, რაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად მოხდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ გილესპი