LIVE

ჩინეთში "მინიონების" ფინალი შეცვალეს

23 აგვ 202219:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
ჩინეთში "მინიონების" ფინალი შეცვალეს
Universal Pictures

ანიმაციური ფილმის, Minions: The Rise of Gru-ს პრემიერა ჩინეთში გასულ პარასკევს შედგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩინელმა ცენზორებმა ფილმის დასასრული შეცვალეს და ადგილობრივმა მაყურებელმა მისი განსხვავებული ფინალი იხილა. 

ჩინურ ვერსიაში, სუპერბოროტმოქმედმა გრუმ დანაშაულებებზე უარი თქვა, პატიოსან ცხოვრებას დაუბრუნდა და მის ყველაზე დიდ მიღწევად "სამი ქალიშვილის მამობა" იქცა. მისი თანმზრახველი კი პოლიციამ დაიჭირა და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ორიგინალ ვერსიას, სადაც გრუ შეთქმულების თანამონაწილესთან ერთად, თავისუფალი რჩება.

ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე გავრცელებული პოსტების მიხედვით, დასასრულის შინაარსის შესაცვლელად, კადრებზე სუბტიტრები დაამატეს. ამის გამო, ჩინური ვერსია ორიგინალზე ოდნავ გრძელია. ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ დასასრული ჩინეთისთვის დამახასიათებელია. ერთ-ერთი ვერსიით, გრუს ალტერნატიული დასასრული და "სამი შვილის მამობა" ხელს უწყობს "სამი შვილის პოლიტიკას". ბოლო დროს ჩინეთი ქვეყანაში შობადობის გაზრდას ცდილობს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთში პოპულარულ უცხოურ ფილმს დასასრულს უცვლიან. ამ წლის დასაწყისში, ჩინურ სტრიმინგ პლატფორმაზე Tencent Video-ზე გამოქვეყნებული 1999 წლის ამერიკული ფილმი Fight Club-ის ორიგინალი ვერსია ჩაანაცვლა რედაქტირებულმა ვიდეომ, სადაც პოლიციამ დამნაშავეები დააკავა, აფეთქების მცდელობა კი აღკვეთა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი