LIVE

Coca-Cola-ს შაქრის მარაგი ფილიპინებში კრიტიკულ დონემდე დაეცა

23 აგვ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 691
Coca-Cola-ს შაქრის მარაგი ფილიპინებში კრიტიკულ დონემდე დაეცა

ფილიპინებში რაფინირებული შაქრის ნაკლებობამ გამაგრილებელი სასმელების ადგილობრივ მწარმოებლებზე იმოქმედა, მათ შორის Coca-Cola-ზე, რომლის საჭიროებები კრიტიკულ დონეს აღწევს.

ერის შაქრის მარეგულირებელმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის განსაზღვრავს რაფინირებული შაქრის დამატებით რაოდენობას, რომელიც საჭიროა, რათა რეკომენდაცია გაუწიოს პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსის შემდეგ მოქმედებებს, რომელიც ასევე სოფლის მეურნეობასაც ხელმძღვანელობს.

სააგენტოს განცხადებით, გამაგრილებელი სასმელების ორ სხვა მწარმოებელს, Pepsi-ს და RC Cola-ს, ჯერ კიდევ აქვთ ხელმისაწვდომი მარაგი. ასევე, მათი განცხადებით, მიმდინარე წლისთვის შაქრის მთლიანი წარმოება ადგილობრივ გამოყენებას მოხმარდება და არ გამოიყოფა აშშ-ის კვოტისთვის.

ფილიპინები შაქრის დეფიციტს განიცდის, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. მთავრობის განცხადებით ეს "ხელოვნური" იყო მომხმარებლების მიერ მარაგების შექმნის გამო. მარკოსმა სუპერმარკეტებს ფასების შემცირება უბრძანა და ახლა მხარს უჭერს იმპორტს, თავდაპირველად გეგმის უარყოფის შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეო კოლონზო