
საინვესტიციო ბანკის Citigroup-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ინფლაცია მომავალ წელს, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად, 18%-ს გადააჭარბებს. მოსალოდნელი ზრდა ენერგიის გაძვირებას უკავშირდება.
ენერგიის სამომხმარებლო ფასის ლიმიტის პროგნოზების გამოყენებით, რომელიც ანალიტიკოსების ვარაუდით აპრილში 6 000 ფუნტამდე გაიზრდება ახლანდელი 1 971 ფუნტიდან, Citi-ს გაერთიანებული სამეფოს ეკონომისტმა ბენჯამინ ნაბარომ განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი პიკს იანვარში მიაღწევს და 18,6%-მდე გაიზრდება.
დიდ ბრიტანეთში ბოლოს ინფლაცია 18,6%-ზე მაღალი 1976 წელს, ნავთობის მიწოდების შოკის შემდეგ იყო, რომელმაც გლობალური ეკონომიკა გაანადგურა და დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმედად დატოვა.
ნაბარომ განაცხადა, რომ ინგლისის ბანკს შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა 6%-მდე ან 7%-მდე მოუწიოს. მან ასევე დასძინა, რომ მზარდი უმუშევრობა, სავარაუდოდ, შეზღუდავს ასეთი მკვეთრი ზრდის საჭიროებას.
მიმდინარე თვის დასაწყისში BOE-მ ივარაუდა, რომ ინფლაცია პიკს მიმდინარე წლის ბოლოს მიაღწევდა და 13%-ს გადააჭარბებდა. ბაზრები ელიან, რომ საპროცენტო განაკვეთები 3.5%-ს მიაღწევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფილიპ ალდრიკი