LIVE

ძირითადი ეკონომიკები მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ რეცესიაში არ მოხვედბიან- Goldman Sachs

22 აგვ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 541
ძირითადი ეკონომიკები მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ რეცესიაში არ მოხვედბიან- Goldman Sachs

Goldman Sachs-ის მიხედვით, ძირითადი ეკონომიკები მონეტარული პოლიტიკით გამოწვეულ რეცესიაში მომდევნო წლის განმავლობაში არ მოხვდებიან. საინვესტიციო ბანკს ამ შეხედულების დასადასტურებლად საპროცენტო განაკვეთების ადრეული ზრდა მოჰყავს.

Goldman-ი ცხრა ქვეყანას დააკვირდა, რომლებმაც პირველებმა გაამკაცრეს მონეტარული პოლიტიკა, ძირითადად განვითარებად ეკონომიკებს ლათინურ ამერიკასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც ახალ ზელანდიას. აღმოჩნდა, რომ არცერთს არ აქვს რეცესიის ნიშნები, იმის გათვალისწინებით, რომ მათი შრომის ბაზრები სიმყარეს ინარჩუნებენ.

Goldman-ის მიხედვით, შრომის ბაზრების გადახურება და გაცვლითი კურსის შესუსტება უარყოფით მხარეებს შორისაა, თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები იკლებს, ხოლო ინფლაციამ უმეტეს ეკონომიკებში შესაძლოა უკვე მიაღწია პიკს.

ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, შემცირდებიან თუ არა ეკონომიკები, რომლებმაც საპროცენტო განაკვეთები ადრე გაზარდეს, თუმცა მტკიცებულებები იძლევიან ვარაუდის საშუალებას, რომ მათ შესაძლოა მძიმე დაშვება თავიდან აიცილონ.

„მათი გამძლეობა მხარს უჭერს ჩვენს პროგნოზს, რომ არც ერთი ძირითადი ეკონომიკა არ მოხვდება მონეტარული პოლიტიკით განპირობებულ რეცესიაში მომავალ წელს“,- წერენ ეკონომისტები იან ჰაციუსის ხელმძღვანელობით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედნა კურანი