LIVE

შვეიცარიელი ბანკირი Covid-ის დაუდასტურებელი სამკურნალო წამლის იმპორტისთვის დააჯარიმეს

21 აგვ 202218:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
შვეიცარიელი ბანკირი Covid-ის დაუდასტურებელი სამკურნალო წამლის იმპორტისთვის დააჯარიმეს

შვეიცარიელი ბანკირი დიდი რაოდენობით დაუდასტურებელი Covid-19-ის სამკურნალო და ცხენის ჭიების საწინააღმდეგო წამლის ივერმექტინის შემოტანისთვის 3000 ფრანკით დაჯარიმდა. ინფორმაციას გაზეთი SonntagsBlick-ი ავრცელებს.

Swissmedic-მა, შვეიცარიის თერაპიული პროდუქტების სააგენტომ, ციურიხის მცხოვრები ინდოეთიდან ინტერნეტით ნაყიდი 2500 ტაბლეტის უკანონო შემოტანისთვის გაასამართლა.

SonntagsBlick-ის ცნობით, მამაკაცმა, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის, აღნიშნა, რომ მან ბევრი წაიკითხა აბების გამოყენების დადებითი ეფექტის შესახებ.

ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც შვეიცარიაში ადამიანებისთვის გამოსაყენებლად დამტკიცებული არ არის, ერთ-ერთი დაუდასტურებელი სამკურნალო პრეპარატია, რომელიც პანდემიის დროს გახდა ცნობილი. გასული წლის კვლევამ, რომელიც ბრაზილიელი მეცნიერების მიერ ჩატარდა და New England Journal-ში გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ ივერმექტინი არაეფექტური იყო Covid-პაციენტებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდი ჰოფმანი