LIVE

ნავთობის ფასი 6-თვიანი მინიმუმიდან აღდგა

17 აგვ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 508
ნავთობის ფასი 6-თვიანი მინიმუმიდან აღდგა

ნავთობი ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი დონიდან აღდგა, მიუხედავად იმისა, რომ ირანული მიწოდების გაზრდის პერსპექტივა კვლავ ბაზარზე რჩება.

West Texas Intermediate-ის ფიუჩერსებმა ბარელზე $87 დოლარს გადააჭარბა მოლოდინის ფონზე, რომ ჩინეთმა შესაძლოა საკუთარი ეკონომიკის გასაძლიერებლად მეტი სტიმული გამოიყენოს. ეს გარკვეული შვება აღმოჩნდა ნავთობის ფიუჩერსებისთვის, რომლებიც წინა სამის სესიის განმავლობაში 8%-ით დაეცა.

მიმდინარე წელს ნავთობის ფასი მაინც 16%-ით მაღალი რჩება. International Energy Agency მოთხოვნის ზრდის პერსპექტივას ინარჩუნებს, რადგან ბუნებრივი აირის ფასების ზრდა ხელს უწყობს ნედლი ნავთობის უფრო აქტიურ გამოყენებას. შვედეთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელიც ნავთობზე მომუშავე ენერგიას დაეყრდნო, რათა შეამციროს ელექტროენერგიის ღირებულება.

ამასთან, ძლიერი სიცხის ტალღები ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში ზეწოლას ახდენს ელექტრო ქსელებზე და აფერხებს საქონლის მიწოდებას, რადგან მდინარეები წყლის დონეებს ვერ ინარჩუნებენ. პარალელურად, ძალაში რჩება ენერგიის დაზოგვის შესახებ რჩევები, რადგან რეგიონები ზაფხულის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იბრძვიან, რაც შეიძლება ზამთრის პერიოდში ენერგეტიკული კრიზისის საწინდარი იყოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იონგჩენგ ჩინი