LIVE

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

16 აგვ 202217:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1042
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.42 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8019 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.48 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.