LIVE

ფოთსა და ბათუმში შემოსულ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სანქციები არ ვრცელდება - RS

16 აგვ 202216:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 516
ფოთსა და ბათუმში შემოსულ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სანქციები არ ვრცელდება - RS

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11-15 აგვისტოს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოსულ, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე (BLACKSEA EAGLE, SVL UNITY, BAKU STAR, NEONILA) საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.  

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთებზე ვრცელდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული (დიზელი 6 270,095 ტონა და ხორბალი 2 900 ტონა), ასევე სომხური (ბენზინი 5 000,306 ტონა და ხორბალი 3 299,100 ტონა) კომპანიებისთვის გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, ხორბალი რუსული წარმოშობისაა.