
Ryanair-ი ლონდონის Stansted-ის აეროპორტის ბაზიდან შემოდგომის განრიგს 500 ფრენას ამატებს. ბიუჯეტური ავიაკომპანია Heathrow-ს მიერ ფრენების შემცირების შემდეგ ცდილობს მეტი მომხმარებელი მოიზიდოს.
როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათვქამი, ახალი ფრენები Ryanair-ისთვის დამატებით 100,000 ადგილს გააჩენს შუალედური სასკოლო არდადეგების დროს სხვადასხვა მიმართულებებით მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და საბერძნეთში.
ორშაბათს, Heathrow-მ განაცხადა, რომ 100,000 მიმავალი მგზავრის დღიური ლიმიტი 29 ოქტომბრამდე იმოქმედებს, რადგან დიდი ბრიტანეთის უდიდესი ჰაბი მუშახელის ხანგრძლივ დეფიციტს ებრძვის.
Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ Heathrow-ს „უიმედო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ავიახაზებსაც და Stansted-ის აეროპორტსაც საკმარისი პერსონალი ჰყავთ დამატებითი ფრენების შესასრულებლად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი